საგადასახადო სამართალდარღვევის 410 ფაქტი გამოვლინდა
18-24 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ,
ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების
შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 410 ფაქტი გამოვლინდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო
მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 4.367
გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო
სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე
ტრანსპორტირების 83 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის
გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით
განხორციელების 23 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით
ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 304
შემთხვევა.