ახალი ამბები
პოლიცია პარლამენტის ეზოში
პარლამენტის ეზოში პოლიციაა მობილიზებული. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში პოლიციის ავტომობილები დილიდან დგას. აქვე მობილიზებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ავტობუსი, 112-ის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო მანქანები.
შეგახსენებთ, ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და აქტივისტები დღეს პარლამენტთან აქციას გამართავენ. იგეგმება საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებაც. ოპოზიციის განცხადებით, ისინი უმრავლესობას 26 ნოემბრის პლენარული სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.
Print