ახალი ამბები
დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება
ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები პარლამენტთან აქციას დღეს 19:00 საათზე გამართავენ. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები მსვლელობით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და 26 ნოემბერს პარლამენტის პიკეტირებას შეეცდებიან.
აქციას შეუერთდებიან სტუდენტები, რომლებიც 18:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში აქციას გამართავენ სახელწოდებით "სტუდენტები უსამართლობის წინააღმდეგ".
Print