ახალი ამბები
ბაკურიანის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
ბაკურიანის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ლიკვიდაცია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახზე და ხე-ბუჩქნარზეა გავრცელებული. ამ დრომდე ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და ცდილობენ ცეცლხის ჩაქრობას.

რა მიზეზით გაჩნდა ცეცხლი და რა ფართობზეა გავრცელებული, ამ ეტაპზე უცნობია. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
Print