ახალი ამბები
ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა
ხაშურში, ცხრამუხასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია, მსუბუქ ავტომობილში მყოფი ოთხი ადამიანი. ისინი ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
Print