„ევროპული საქართველოს“ ახალციხის ორგანიზაციის წარმომადგენლებს
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცის შენობაზე ბოქლომის დადება
უნდოდათ.
„ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის წევრებმა კი მათ
ხელი შეუშალეს, რასაც ხმაური მოჰყვა. ერთმანეთს „ევროპული
საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ წევრები სიტყვიერად
დაუპირისპირდნენ. ოპოზიციას შენობაზე სიმბოლურად ბოქლომის დადება
უნდოდა.
„გვინდოდა სიმბოლური აქციის გაკეთება, ადმინისტრაციულ შენობაზე, სადაც
განთავსებულია სტრუქტურული ერთეულები, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატის
ბიურო. ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენით თავი, მაშინ, როდესაც სესიაზე
ჩააგდეს საკითხი პროპორციული სისტემის არჩევნებთან დაკავშირებით. დღეს
შენობაში მზად დაგვხვდა ყველა, მთლიანად პარტაქტივი იყო
მობილიზიებული, წინასწარ ჰქონდათ ტექსტები მომზადებული, პოლიციაც იყო.
როგორც ჩანს, კარგად იცოდნენ, რომ მივდიოდით“, - ამბობს „ევროპული
საქართველოს“ ახალციხის შტაბის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე.
შენობის შესასვლელთან ოპოზიციის წარმომადგენლებს „ქართული ოცნების“
წევრები დახვდნენ: „ჩვენი ადმინისტრაციული შენობის დაბოქლომება
უნდოდათ, პიარკამპანია აქვთ, მარამ ჩვენ მაგის უფლებას არავის
მივცემთ. ეგ ხელისუფლება მოვიდა ვარდების რევოლუციით, მაგრამ დღეს
ჯაჭვებითა და ბოქლომებით მოძრაობენ. პარტიზანულად მოიპარნენ უნდოდათ
შემოჭრა, მაგრამ მაგას ვერ ეღირსებიან, რომ ადმინისტრაციულ შენობებზე
ბოქლომები დაადონ“, - ამბობს „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო
ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გვარამაძე.
ოპოზიციამ ბოქლომის დადება მაინც მოახერხა, ოღონდ შენობის
ადმინისტრაციის ჭიშკარზე.
წყარო: www.sknews.ge