ახალი ამბები
ახალციხეში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ახალციხეში სოფელ ფარეხასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გარდაიცვალა ორი ადამიანი და დაშავდა ერთი, რომელიც თბილისში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print