ახალციხეში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ახალციხეში სოფელ ფარეხასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით
დასრულდა. გარდაიცვალა ორი ადამიანი და დაშავდა ერთი, რომელიც
თბილისში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე
ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.