ახალი ამბები
მთავარანგელოზობის დღესასწაული საროს VII საუკუნის ტაძარში
მთავარანგელოზობის დღესასწაული ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში აღნიშნეს. VII-VIII საუკუნეების მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ აღავლინა.
ტაძრის დღესასწაულს ადგილობრივ მრევლთან ერთად ესწრებოდნენ რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველი პირები და მხარის რწმუნებული.
Print