18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 18
ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი
ყველა პირი, ჯამში 36 ადამიანი გაათავისუფლა.
მათი სასამართლო პროცესი დღეს 20 ნოემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული
კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით
თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შსს-ს
ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე
(სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული
სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირი იყო დაკავებული, აქედან ერთი,
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გუშინვე გაათავისუფლდა.