ახალი ამბები
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა გამწვანების სამუშაოებისთვის 850-მდე ნერგი შეიძინა
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა გამწვანების სამუშაოებისთვის 12 სახეობის 850-მდე ხე-მცენარის ნერგი შეიძინა. ნეკერჩხალი, ფოტინია, წვავი, ფორტიზია, ღვია, ტუია, იმ მცენარეების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ქ. ბორჯომში ბაღებსა და სკვერებში გადანაწილდება. საბორდიურე ტუიები მოეწყობა ტროტუარების გასწვრივაც.
დარგვის სამუშაოები დღეს დაიწყო და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პროცესში ჩართულები არიან ბორჯომის გამწვანების სამსახურის თანამშრომლები.












Print