ახალი ამბები
საპროტესტო აქცია ბორჯომის მერიასთან
ამ წუთებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან დაბა ბაკურიანისა და სოფელ მიტარბის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივები კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვენ. მათი განცხადებით ამ ეტაპზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას შეჩერებული აქვს შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემა.
აქციის მონაწილეებთან მივიდა ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გედევან ფოფხაძე.
აქციაზე იმყოფება ტელეკომპანია „ბორჯომის“ გადამღები ჯგუფი. ვრცელ სიუჟეტს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. თვალი ადეგვნეთ ჩვენს ვებ-გვერდს.





Print