ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 100 ფაქტი სამცხე-ჯავახეთში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01
ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით,
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 594 ფაქტი
გამოავლინეს, მათ შორის 16 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის
ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 237
ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 100 ფაქტი, აჭარაში - 62,
იმერეთში - 56, ქვემო ქართლში - 54, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 30,
შიდა ქართლში - 24, მცხეთა-მთიანეთში - 16, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო
სვანეთში - 9, გურიაში კი - 5 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ხოლო დედაქალაქში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი
გამოავლინეს.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3,000 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 67 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 13 ერთეული დაურეგისტრირებელი
სახერხი.