ახალი ამბები
ცემში სკვერი მოეწყო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ცემში სკვერის მოწყობა დასრულდა. შემოიღობა ტერიტორია, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა ბილიკები, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი სკამები, განათება და გამწვანება.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სულ 87 000 ლარი დაიხარჯა.
ადგილობრივები სკვერის მოწყობას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდნენ. საკურორტო სოფელში ჩამოსული სტუმრები დასვენებას და გართობას სოფლის ცენტრში, ახლადრეაბილიტირებულ სკვერში შეძლებენ. ( R )









Print