ახალი ამბები
ახალი სახანძრო მანქანები და ახალი პროექტი სამცხე-ჯავახეთში
„მოხალისე“ ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელებასაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თავდაპირველად სამცხე-ჯავახეთში იწყებს. 2020 წლიდან კი მთელ საქართველოს მოიცავს. ამ ეტაპზე, მოხდება მსურველების შერჩევა და გადამზადება, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან სპეციალურად მათთვის განსაზღვრულ საქმიანობაში. დღესვე, ბორჯომისა და ადიგენის სახანძრო-სამაშველო სამსახურებს ახალი ავტომანქანები გადაეცა, რაც ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, პირველადი რეაგირების დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. დეტალები ნახეთ სიუჟეტში.
Print