ახალი ამბები
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს იაპონიის ელჩი ესტუმრა
იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა, დღეს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განახლებული ვიზიტორთა ცენტრი მოინახულეს და აქ არსებულ საგანმანათლებლო და საინფორმაციო სივრცეებს ადგილზე გაეცნენ. ელჩმა და მინისტრის მოადგილემ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ტურიზმის განვითარების კუთხით მის როლს რეგიონში .


Print