Error
ახალი ამბები
რომელ საგნებში ჩააბარებენ ტესტებს მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეები გაზაფხულზე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის თქმით, პროექტ „შეფასება განვითარებისთვის“ განხორციელების გეგმა 5 წლიანია და სურვილის შემთხვევაში მასში ჩართვა კერძო სკოლებსაც შეეძლებათ.

„შეფასება განვითარებისთვის“ გულისხმობს მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეების ტესტირებას. გაზაფხულზე დაიწყება პროექტის პილოტირება – პირველ ეტაპზე მასში 200-მდე სკოლა ჩაერთვება.

მე-4 და მე-6 კლასელები ტესტებს ქართულ ენასა და მათემატიკაში ჩააბარებენ, სოფო გორგოძე განმარტავს თუ რატომ გაკეთდა აქცენტი ამ ორ საგანზე.

„როგორც წესი, ითვლება, რომ თუ ბავშვს შეუძლია კარგად წერა-კითხვა და თუ აქვს რაოდენობრივი აზროვნება განვითარებული, შემდეგ ყველა საგანს სწავლობს კარგად. შესაბამისად, ჩვენ ამ ორი საგნით ვიწყებთ, არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგ დავამატოთ ვთქვათ ბუნებისმეტყველება. ასევე მეათე კლასშიც იგეგმება შეფასებითი ტესტირება, თუმცა არა მიმდინარე სასწავლო წელს. წლევანდელი სასწავლო წლის ბოლოს გავაკეთებთ პილოტირებას მე-4 მე-6 კლასებში, შემდეგ წელს გვინდა, რომ სრულ მასშტაბზე გადავიდეთ დაწყებით კლასებში, ასევე შემდეგ წელს ვგეგმავთ, რომ პილოტირება დაიწყოს მეათე კლასშიც. ეს პროექტი 5 წლიან გეგმას მოიაზრებს და 5 წლის თავზე ყველაფერი იქნება გამართული. პილოტირების ეტაპზე პროექტში შეიძლება 200-მდე საჯარო სკოლა ჩაერთოს. კერძო სკოლებს შეეძლებათ სურვილის მიხედვით, ჩაერთონ ამ პროექტში“, – ამბობს სოფო გორგოძე.


Print