ახალი ამბები
მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა
ბოდბელმა ეპისკოპოსმა  მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა.  “მოსული ვიყავი სპეციალურად, რომ უწმინდესი მენახა და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მესაუბრა. მივიღე გადაწყვეტილება და გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ოღონდ მე გადავდექი. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ვრჩები ეპარქიაში. მრევლს და ერს ყველას კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ შენდობას ვითხოვ და ბოდიშს ჩემი ისეთი სახით საუბრისთვის. შეხვედრას ჩვენ ორნი ვესწრებოდით“ - აღნიშა მეუფე იაკობმა.
Print