ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევას და-ძმა ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე.

ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. ერთ-ერთ ავტომანქანაში ერთი ოჯახის წევრები ისხდნენ. გარდაცვლილია და-ძმა, დედა დაშავებულია.

სამივე მათგანი აბასთუმნიდან არიან. დედა ნ.გ ამჟამად კლინიკა ,,იმედში“ რჩება. მის გადასაყვანად რეანომობილის მისვლას ელოდებიან.

ინფორმაციას ტელეკომპანია "მეცხრე არხი" ავრცელებს
Print