ახალი ამბები
SJMC იწვევს აქტიურ მოქალაქეებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან
სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი, სათანამშრომლოდ იწვევს აქტიურ ადამიანებს რეგიონიდან. სამცხე-ჯავახეთის თითოეული მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 3 მონაწილე და ჩამოყალიბდება სამოქალაქო ჩართულობის საბჭო. მიმდინარე წლის ნოემბერში, ბორჯომში, საბჭოს წევრებს ჩაუტარდებათ 2 დღიანი ტრენინგი შემდეგ თემებზე: საჭიროებების კვლევა, თემის მობილიზება და ადვოკატირება, თვითმმართველობის როლი და ჩართულობის მექანიზმები.

თუ ხართ აქტიური, მოტივირებული, გაქვთ ცვლილებების სურვილი და გსურთ გახდეთ ამ ცვლილებების ინიციატორი, არ ხართ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და საჯარო მოხელე, მაშინ გადადით ბმულზე და შეავსეთ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა, მიმდინარე წლის 5 ნოემბრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირებით ნომრებზე: 593 33 44 93; 593 69 31 62



რეგიონის სამოქალაქო საბჭოს წევრების შერჩევა და მათთვის ტრენინგების ჩატარება მოხდება პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „ორგანიზაციის ინსტიტუციური გაძლიერება რეგიონში ცვლილებებისათვის“. პროექტს, სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი ახორციელებს ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.



ორგანიზაციის შესახებ: სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 17 წელია მუშაობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ორ რეგიონში: სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებებია: მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდების გაძლიერება და გააქტიურება და ადგილობრივი მედიის ფოკუსირება თემისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
Print