ახალი ამბები
ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით "კუკუშკა" ერთი თვის განმავლობაში მოძრაობას შეწყვეტს
შპს "ჯიარ ბორჯომი ბაკურიანი" გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის ("კუკუშკა"-ს) მოძრაობა შეიზღუდება. სარკინიგზო ხაზზე, სამუშაოები იწარმოებს შპს "ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანი"-ს დაკვეთით, რაც მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფას.

შპს "ჯიარ ბორჯომი ბაკურიანი" ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
Print