ახალი ამბები
წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება ბორჯომში (R)
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა ბორჯომში. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 212 წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერი გადაეცა.
პროგრამა 2009 წლიდან ხორციელდება და წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება.
გასულ წელთან შედარებით 100%-ით გაიზარდა წარჩინებულ მოსწავლეთა რიცხვი სამცხე-ჯავახეთში.
კომპიუტერი საჩუქრად ბორჯომში 39-მა მოსწავლემ მიიღო.


Print