ახალი ამბები
"საუკეთესო ისტორიის მასწავლებელი" - ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი ფინალშია
ყვიბისის საჯარო სკოლის, ისტორიის პედაგოგი, ბაკურ გელაშვილი ისტორიის საუკეთესო პედაგოგების ოთხეულშია.

კონკურსის შედეგები 23 ოქტომბერს გახდება ცნობილი. ამავე დღეს მასწავლებლის სახლში დაჯილდოება გაიმართება.


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კონკურსს „საუკეთესო მასწავლებელი“ ყოველწლიურად, სხვადასხვა სპეცილობის მასწავლებლებისთვის ატარებს.

კონკურსის მიზანია, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენა.

ბაკურ გელაშვილი, რამდენიმე ისტორიული წიგნის ავტორია,  "მუმლი მუხასა""ბორჯომის ხეობა", "სოფელ ყვიბისისა და ბორჯომის ხეობის ისტორიის კვალდაკვალ"

ისტორიის პედაგოგი ასევე მოყვარული ფოტოგრაფია.
Print