ახალი ამბები
ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.მას სხეულის მძიმე დაზიანებები და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა,მისი მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.ცოლ-ქმარი განქორწინების პროცესში იმყოფებოდა და დღეს სასამართლო უნდა შემდგარიყო, სადაც წყვილი ოფიციალურად გაეყრებოდა. “6 წელია ცალ-ცალკე ცხოვრობენ, დღეს უნდა ჰქონოდათ სასამართლო პროცესი და ასეთი საშინელება ჩაიდინა. ჯერ მაღაზია გადაცხრილა და მერე კონდახით სცემა”- ამბობს დაშავებული ქალის ახლობელი.

როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 19. 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
Print