კითხვები გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ შესწავლილი დოკუმენტებით, მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობა დგინდება. ამის შესახებ თავად ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.

ამასთან, შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც - დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, შალვა თადუმაძეს ბიოგრაფიაში კი 1999 წელი აქვს მითითებული.

„აღსანიშნავია ასევე ადმინისტრაციული ორგანოების ის საეჭვო ერთსულოვნება, რომლითაც ისინი მრავალი თვის განმავლობაში სხვადასხვა მოტივით უარს გვეუბნებოდნენ თადუმაძის დიპლომის ასლის მოწოდებაზე.

არსებული მიგნების საფუძველზე აუცილებელია, შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ გენერალური პროკურორის დიპლომი და წარმოადგინონ დასაბუთებული განმარტებები არსებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვქვეშ დარჩება შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა“,-აღნიშნულია განცხადებაში.

შალვა თადუმაძე საქართველოს მოქმედი გენერალური პროკურორია. 2011-2012 წლებში ის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი და შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც გახდა. 2018 წლის ივლისში შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა და მას პარლამენტმა 101 ხმით მხარი დაუჭირა. დღეისათვის თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატად არის წარდგენილი პარლამენტში და ღიად აცხადებს, რომ არჩევის შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს.

როგორც ორგანიზაცია განმარტავს, შალვა თადუმაძის დიპლომის შესახებ კითხვები მისი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენისას წარმოიშვა. თადუმაძის განმარტებით, ის იმ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა, რომელიც ლეგალურად ფუნქციონირებდა და აღნიშნული უნივერსიტეტში მიღებული განათლებით ქვეყანაში მცხოვრები „ორი მილიარდერის“ (ბადრი პატარკაციშვილისა და ბიძინა ივანიშვილის) ოჯახს ემსახურებოდა.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ რამდენიმე ადმინისტრაციული ორგანიზაციიდან შალვა თადუმაძის დიპლომის ასლი გამოითხოვა. სამწუხაროდ, არც მთავრობის ადმინისტრაციამ, არც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და არც იუსტიციის სამინისტრომ არ მოგვაწოდა ინფორმაცია. ამ უკანასკნელმა საერთოდ არ გვიპასუხა, რის გამოც უკვე ერთი წელია სასამართლოს გზით ვცდილობთ შალვა თადუმაძის დიპლომის ასლის მიღებას. შალვა თადუმაძის დიპლომი არც საქართველოს პარლამენტში იყო წარდგენილი მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანო მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მის დამტკიცებას განიხილავდა. აღსანიშნავია, რომ შალვა თადუმაძის დიპლომის ასლი „ადვოკატთა ასოციაციაშიც“ აღარ არის დაცული, რადგან მათი განმარტებით, ძველი დოკუმენტები პერიოდულად ექვემდებარება განადგურებას.

საბოლოოდ, თადუმაძის დიპლომის ასლის მოპოვება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოვახერხეთ“,- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შალვა თადუმაძე „თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში“ სწავლობდა, რომელიც 1999 წელს დაამთავრა და მიიღო იურისტის კვალიფიკაცია. მოგვიანებით მან დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი, სადაც ტექნიკურ მეცნიერებათა მაგისტრის წოდება მიენიჭა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილ ბიოგრაფიაში უფრო დეტალურად არის მითითებული, რომ დამთავრებული აქვს „ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“, სწავლების პერიოდი კი 1994-1998 წლებს მოიცავს. თადუმაძემ პარლამენტში გამოსვლის დროსაც დაადასტურა, რომ ის სასწავლებელში 1994 წლიდან სწავლობდა.

„შალვა თადუმაძის დიპლომის შესწავლასთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაციის მიერ მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, გამოვითხოვეთ შესაბამისი დაწესებულებიდან დიპლომის ასლი და პარალელურად, შევამოწმეთ უმაღლესი სასწავლებლის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები და საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი მასალა. ოფიციალურ მიმართვებზე უწყებებისგან შემდეგი პასუხები მივიღეთ:

მთავრობის ადმინისტრაციამ, სადაც შალვა თადუმაძე წლების განმავლობაში საპარლამენტო მდივანი, ბოლოს კი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო, ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ მოგვაწოდა;

გენერალურმა პროკურატურამ არ მოგვაწოდა მთავარ პროკურორად ახლადარჩეული შალვა თადუმაძის დიპლომის ასლი, რაც დასაბუთებული იყო იმით, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურა მისი ხელმძღვანელის გამწესების პროცესში არ მონაწილეობს;

საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც 101 ხმით თადუმაძე გენერალურ პროკურორად აირჩია, დიპლომი იმ მოტივით არ მოგვაწოდა, რომ „რეგლამენტი არ ითვალისწინებდა შესაბამისობის დადგენის პროცედურებს“ და შესაბამისად, პარლამენტში დიპლომი არ იყო წარმოდგენილი.

იუსტიციის სამინისტრომ საერთოდ არ გვიპასუხა წერილზე, რის გამოც სასამართლოში დავა დავიწყეთ.

ადვოკატთა ასოციაციამ მოგვწერა, რომ მათთან დაცულია ადვოკატთა ტესტირების ჩაბარების (2006 წელი) დამადასტურებელი სერთიფიკატი, თუმცა შალვა თადუმაძის დიპლომი არ ფიქსირდება, ვინაიდან ძველი დოკუმენტაცია დროდადრო ექვემდებარება განადგურებას“,-აღნიშულია განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც შალვა თადუმაძე იკავებს ქვეყანაში ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობას და პარალელურად მონაწილეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში, კითხვები მის განათლებასთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდები აქციას პარლამენტთან
დღეს, 20 აპრილს კვლავ 19:00 საათზე გამართავენ.
10:39 / 20.04.2024
ახალგაზრდები აქციას პარლამენტთან დღეს, 20 აპრილს კვლავ 19:00 საათზე გამართავენ.
დღეს, 20 აპრილს, ქალთა მოძრაობა
ქვეყნის მასშტაბით ქალთა მარშს აწყობს. მარში 17:00 საათზე
რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და გამომსვლელები პარლამენტისკენ
გაეშურებიან.
08:50 / 20.04.2024
დღეს, 20 აპრილს, ქალთა მოძრაობა ქვეყნის მასშტაბით ქალთა მარშს აწყობს. მარში 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და გამომსვლელები პარლამენტისკენ გაეშურებიან.
ცვლილებებია ბორჯომის 2024 წლის
ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში, 25-დან 11 პროგრამაში
სიახლეა.
14:31 / 19.04.2024
ცვლილებებია ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში, 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს
ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების
(PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო
დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის
განპირობებული.
13:02 / 18.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ
კანონს“ მიმდინარეობს - გადაკეტილია საავტომობილო გზა.
20:32 / 17.04.2024
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს - გადაკეტილია საავტომობილო გზა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.