ახალი ამბები
მოხალისე-მეხანძრეთა 10 კაციანი ჯგუფი პოლონეთში გაემგზავრება - პროექტის შეჯამება ბორჯომში
მოხალისე-მეხანძრეთა 10 კაციანი ჯგუფი ბორჯომიდან, სასწავლო ტურში მონაწილეობის მისაღებად პოლონეთში გაემგზავრება. საქართველოში გამართული ტრენინგების შემდეგ, მათ შესაძლებლობა ექნებათ გაიზიარონ პოლონელი ექსპერტების გამოცდილება და მიიღონ საერთაშორისო დონის პრაქტიკა. შერჩეული მონაწილეების ვინაობა სწორედ იმ დღეს გახდა ცნობილი, როცა გაიმართა პროექტის შედეგების შეჯამება და მათი დაჯილდოება. მოხალისე-მეხანძრეებს ყველა ის აღჭურვილობა გადაეცათ, რაც პირველადი დახმარებისთვის და სახანძრო უსაფრთხოების კუთხით არის საჭირო. პროექტის დასრულებამდე დაგეგმილია სიმულაციური ევაკუაციის მოწყობა სასწავლო დაწესებულებებში.
Print