ახალი ამბები
ბორჯომში მასწავლებლის საერთაშორისო დღე იზეიმეს (R)
მასწავლებლის საერთაშორისო დღე ,ბორჯომში, საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.ბორჯომის ცენტრალური პარკის კინო-საკონცერტო დარბაზში შეკრებილი პედაგოგების სადღესასწაულო განწყობაზე ნორვეგიულმა ჯგუფმა და ადგილობრივმა ვოკალურმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა: "ოქტავამ","მზეშინამ" და "ნენანამ" იზრუნეს.პედაგოგებს დაუვიწყარი საღამო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ აჩუქა. წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლებს 59 ღვაწლმოსილი პედაგოგი დატოვებს .დამსახურებული პედაგოგები სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ფულად ჯილდოს მიიღებენ.ღონისძიებაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ მასწავლებლებს ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცა.

ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვის საღამო განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა,როგორც აცხადებენ სკოლა მათი ცხოვრებაა და უმძიმთ ამ ნაბიჯის გადადგმა თუმცა იმედოვნებენ,რომ სკოლასთან კავშირს არ გაწყვეტენ და საჭიროების შემთხვევაში დამწყებ პედაგოგებს გამოცდილებას გაუზიარებენ.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ის წარმატებული ახალგაზრდები,რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 50%,70% და 100 %-იანი გრანტი მოიპოვეს.

შეგახსენებთ,რომ მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ტრადიციად იქცა.ამ დღეს,ადგილობრივი ხელისუფლება წლის მასწავლებლებსა და წარმატებულ პედაგოგებს აჯილდოებს.


Print