ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 33 ფაქტი სამცხე-ჯავახეთში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01
სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით,
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 261 ფაქტი
გამოავლინეს, მათ შორის 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის
ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 97
ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 43 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 33,
შიდა ქართლში - 27, აჭარაში - 24, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14,
ქვემო ქართლში - 10, მცხეთა-მთიანეთში - 6, გურიაში - 4, რაჭა-ლეჩხუმი
ქვემო სვანეთში კი - 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 653 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 21 ფაქტი, მათ შორის, ორი - თბილისის ტერიტორიაზე. ასევე,
ამოღებულია 21 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი
რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.