ახალი ამბები
დარღვევით შევსებული ქონებრივი დეკლარაციები სამცხე-ჯავახეთში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, თბილისის მიღმა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების 300-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა, შედეგად, 78 დეკლარაციაში 128 სხვადასხვა დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის:

  • დეკლარაციის არასრულად შევსების 56 ფაქტი
  • კომპანიებში კუთვნილი წილის სხვა პირისთვის მინდობით გადაუცემლობის 56 შემთხვევა
  • თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 16 ფაქტი
  • ამასთან, 5 თანამდებობის პირთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობენ.

დარღვევები გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების, თანამდებობის პირთა მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებშიც.

სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების 30 დეკლარაციიდან, დარღვევები 7-ში გამოვლინდა. 






Print