ახალი ამბები
გასულ წელს რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობამ 23 202, განქორწინებამ კი 10 288 შეადგინა
საქართველოში ქორწინებებისათვის ყველაზე პოპულარული სეზონი შემოდგომაა, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 ბუნებრივი მოძრაობის სტატისტიკურ ანგარიშშია აღნიშნული.

„საქსტატის“ ანგარიშის თანახმად, რეგისტრირებული ქორწინებების 32% შემოდგომაზე მოდის. 2018 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობამ 23 202 შეადგინა, ხოლო რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ – 10 288. 2018 წელს ქორწინების და განქორწინებების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (29.0 პროცენტი და 37.9 პროცენტი შესაბამისად).

ამასთან, 2018 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკმა ქალებისთვის 27.7, ხოლო მამაკაცებისთვის 30.4 წელი შეადგინა.
Print