NDI-ს გამოკითხული ამომრჩევლების 45%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას
კითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად,
გამოკითხული ქართველი ამომრჩევლის 45% ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ
დგას მის შეხედულებებთან ახლოს.
რესპონდენტთა 19%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ქართული ოცნება"
დგას.
გამოკითხული მოსახლეობის 9 % პასუხობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", 6
%-მა პასუხი არ იცის, 4 %-მა უარი თქვა პასუხზე, 4 % - "პატრიოტთა
ალიანსი", ასევე 4 % - "ევროპული საქართველო", 9 %-მა აირჩია
კატეგორია „სხვა“.
გამოკითხულთა 26 %-ს არ აქვს მეორე არჩევანი.
კვლევა 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 2131 პირი.
ცდომილების ზღვარი +-1,7 პროცენტია. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC
-საქართველოს მიერ.