ახალი ამბები
ბორჯომში "შვიდბილიკაზე" ახლადგაკეთებული დაფები დააზიანეს
ბორჯომში, ბუნების შემეცნებით ბილიკზე, ე.წ. "შვიდბილიკაზე" ახლადმოწყობილი ინფრასტრუქტურა დააზიანეს. ბილიკზე, რომელიც ბორჯომის პარკიდან იწყება და პლატოს ტერიტორიამდე გრძელდება, განთავსებული იყო საინფორმაციო-საინტერპრეტაციო დაფები, ასევე მოწყობილი იყო მოაჯირები უსაფრთხოების მიზნით და დასასვენებელი სკამი. აღნიშნული სკამი და საინფორმაციო დაფა დღეს, ადგილიდან მოთხრილი დახვდა "ნაკრესის" საველე ოფიცერს ჯონი კევლიშვილს, რომელიც ამ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.







მისთვის უცნობია თუ ვინ დააზიანა ახლადგაკეთებული დაფა და სკამი. ის მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ვანდალიზმისგან და გაუფრთხილდნენ არსებულ ინფრასტრუქტურას.




"შვიდბილიკაზე", საინფორმაციო-საინტერპრეტაციო დაფები, მოაჯირები, და დასასვენებელი სკამი, NACRES-მა, სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრთან პარტნიორობით, ეკოგრანტების პროგრამის ფარგლებში BP-ის დაფინანსებით გასულ თვეში განათავსა. ბილიკს მიეცა ახალი დატვირთვა. გარდა გასეირნებისა, შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას ბორჯომის ფლორასა და ფაუნას შესახებ, ასევე ბუნებაში ქცევის წესების შესახებ. 

აღსანიშნავია ის, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღნიშნულ ტერიტორიაზე NACRES-ის წარმომადგენლების მიერ  უკვე აღდგენილი და მოწესრიგებულია.






Print