NDI-ის კვლევის გამოკითხულთა 57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხით ისარგებლებს
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, საპენსიო
პროგრამაში ჩართული პირების 30%-ს სჯერა, 57%-ს არ სჯერა, ხოლო
13 %-მა არ იცის კითხვაზე პასუხი
-გჯერათ თუ არა რომ, როდესაც პენსიაზე გახვალთ შეძლებთ დაგროვილი
თანხით სარგებლობას?
კვლევის საველე სამუშაოები 13- დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ
კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ. კვლევის საშუალო ცდომილება
არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს
მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის
ფინანსური ხელშეწყობით.