ახალი ამბები
საკონსტიტუციო კანონის პროექტს რეგიონებში განიხილავენ
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, საყოველთაო-სახალხო განხილვებს იწყებს.

კომისია, 13-30 სექტემბრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო შეხვედრას გამართავს.

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები მიიღებენ.

საყოველთაო-სახალხო განხილვებზე თავისუფალი დასწრების საშუალება ექნება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.


გრაფიკი

13 სექტემბერი - თელავი, 13:00 სთ., თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
14 სექტემბერი - რუსთავი, 14:00 სთ., დრამატული თეატრი
15 სექტემბერი - ახალციხე, 14:00 სთ., სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
22 სექტემბერი - გორი, 12:00 სთ., გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
22 სექტემბერი - მცხეთა, 15:00 სთ., კულტურის ცენტრი „სვეტი“
24 სექტემბერი - ბათუმი, 14:00 სთ., ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
25 სექტემბერი - ოზურგეთი, 14:00 სთ., ფოლკლორის ცენტრი
26 სექტემბერი - ზუგდიდი, 14:00 სთ., მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე
27 სექტემბერი - ქუთაისი, 14:00 სთ., ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
28 სექტემბერი - ამბროლაური, 14:00 სთ., კულტურის ცენტრი
30 სექტემბერი - თბილისი, 16:00 სთ., ეროვნული ბიბლიოთეკა, III კორპუსი
Print