საკონსტიტუციო კანონის პროექტს რეგიონებში განიხილავენ
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული
საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის
საორგანიზაციო კომისია,
რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს,
საყოველთაო-სახალხო განხილვებს იწყებს.
კომისია, 13-30 სექტემბრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო
შეხვედრას გამართავს.
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო
განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური
პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები,
კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები მიიღებენ.
საყოველთაო-სახალხო განხილვებზე თავისუფალი დასწრების საშუალება
ექნება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
გრაფიკი
13 სექტემბერი - თელავი, 13:00 სთ., თელავის სახელმწიფო
უნივერსიტეტი
14 სექტემბერი - რუსთავი, 14:00 სთ., დრამატული თეატრი
15 სექტემბერი - ახალციხე, 14:00 სთ., სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო
უნივერსიტეტი
22 სექტემბერი - გორი, 12:00 სთ., გორის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტი
22 სექტემბერი - მცხეთა, 15:00 სთ., კულტურის ცენტრი „სვეტი“
24 სექტემბერი - ბათუმი, 14:00 სთ., ბათუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტი
25 სექტემბერი - ოზურგეთი, 14:00 სთ., ფოლკლორის ცენტრი
26 სექტემბერი - ზუგდიდი, 14:00 სთ., მოსწავლე-ახალგაზრდობის
სასახლე
27 სექტემბერი - ქუთაისი, 14:00 სთ., ქუთაისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი
28 სექტემბერი - ამბროლაური, 14:00 სთ., კულტურის ცენტრი
30 სექტემბერი - თბილისი, 16:00 სთ., ეროვნული ბიბლიოთეკა, III
კორპუსი