პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
98 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის
განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
საკანონმდებლო ორგანოს ნდობა მოიპოვა ასევე 2019-2020 წლების
სამთავრობო პროგრამამ.
მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრია.
პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია.
თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი.
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ
ბატიაშვილი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან
დავითაშვილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა.
იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია
ცქიტიშვილი.
საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი.
ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი.
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის
საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი.