ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 15 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, 10 დღის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოვლინდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სეზონის გახსნიდან დღემდე, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი, 96 ფაქტი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო ნადირობის - 5, ქვემო ქართლში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 6, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი 9 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 30 შემთხვევაში, სამართალდამრღვევები, გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ, 14 მონადირეს დაურეგისტრირებელი იარაღი აღმოაჩნდა, აკრძალული საშუალებებით 88 სამართალდამრღვევმა ინადირა. ჯამში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა 85 ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“ ამოიღეს.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის ფარგლებში, ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ცვლილებებია ბორჯომის 2024 წლის
ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში, 25-დან 11 პროგრამაში
სიახლეა.
14:31 / 19.04.2024
ცვლილებებია ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში, 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს
ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების
(PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო
დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის
განპირობებული.
13:02 / 18.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ
კანონს“ მიმდინარეობს - გადაკეტილია საავტომობილო გზა.
20:32 / 17.04.2024
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს - გადაკეტილია საავტომობილო გზა.
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად
ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი
მეტი’’-ს მიერ.
16:14 / 16.04.2024
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი მეტი’’-ს მიერ.
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების
დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
09:52 / 16.04.2024
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.