ახალი ამბები
სოფელ ჩორჩანასთან სამხედრო ტექნიკის გადაადგილება აღარ შეინიშნება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება დღეს არ შეინიშნება. ადგილობრივების განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, სოფელ წნელისთან ახლოს, ჯავშანმანქანების გადაადგილება გუშინ საღამოს შენიშნეს, მას შემდეგ კი, შეიარაღებული პირები აღარ შეუნიშნავთ.

„სადაც გუშინ ტექნიკა შენიშნეს, მაგ ტერიტორიაზე ჩორჩანელებს მიწის ნაკვეთები არ გვაქვს, სოფლიდან მოშორებითაა და პირუტყვის საძოვრებადაც ნაკლებად ვიყენებთ, თანაც, ძირითადად, ტყიანი ფართოებებია. სოფელში სიმშვიდეა. სამართალდამცველები მოძრაობენ ამ ტერიტორიაზე და თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ. ინფორმაცია გავრცელდა თითქოს, სწორედ პოლიციის გადაადგილების გამო გაღიზიანდნენ გამყოფი ხაზის მეორე მხარეს, მაგრამ ამის მიზეზს ვერ ვხედავთ, ჩვენი სამართალდამცავები ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოძრაობენ. იმედია, მორიგ პროვოკაციას არ გეგმავენ და მოსახლეობა არ დაზარალდება“ - განაცხადა სოფელ ჩორჩანას მცხოვრებმა ნანა მულაძემ.

გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა „ძალოვან უწყებებს“ დაავალა, დე ფაქტო რესპუბლიკის „საზღვრები“ გააძლიერონ.

რუსული მედიის ცნობით, „ბიბილოვი საქართველოს საზღვართან ახლოს იმყოფებოდა, სადაც ქართველმა სამართალდამცველებმა ბლოკ-პოსტი განათავსეს“.

ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ დასახლებული პუნქტების - წნელისის და გვირგვინას რაიონებში „მესაზღვრეებმა“ ჯავშანმანქანებით რეიდი განახორციელეს, რასაც კოორდინაციას ბიბილოვი და „უშიშროების კომიტეტის“ მეთაური ოლეგ შირანი უწევდნენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ფაქტი დაადასტურეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული მიზანმიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს
ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების
(PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო
დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის
განპირობებული.
13:02 / 18.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ
კანონს“ მიმდინარეობს - გადაკეტილია საავტომობილო გზა.
20:32 / 17.04.2024
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს - გადაკეტილია საავტომობილო გზა.
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად
ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი
მეტი’’-ს მიერ.
16:14 / 16.04.2024
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი მეტი’’-ს მიერ.
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების
დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
09:52 / 16.04.2024
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
საქართველოში მოქმედი
კანონმდებლობა მედი­ის, არასამთავრობო სექტორის­ და ყველა იმ პირის თუ
ორგანიზა­ცი­­ის,
14:57 / 15.04.2024
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მედი­ის, არასამთავრობო სექტორის­ და ყველა იმ პირის თუ ორგანიზა­ცი­­ის,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.