ახალი ამბები
სპორტულ-საგანმანათლებლო აქტივობები ჩითახევის კარვების ბანაკში
„აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“- ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც შშმ სამხედრო მოსამსახურეები, ვეტერანები და პოლიციელები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში ეჯიბრებიან. ჩითახევში მოწყობილ კარვების ბანაკში პროექტის 20-მდე მონაწილე 8 დღის განმავლობაში დარჩება. სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო აქტივობებით დატვირთული პროექტი 31 აგვისტომდე გაგრძელდება.
Print