ახალი ამბები
ბორჯომში ახალგაზრდული ცენტრი აშენდება
ბორჯომში ახალგაზრდული ცენტრი აშენდება. თავდაპირველად საუბარი იყო, რომ კოსტავას სახელობის ბაღში განთავსდებოდა ახალი ობიექტი. თუმცა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი ადგილის შერჩევა მშენებლობის დასაწყებად.

აღნიშნული საკითხი დღეს, ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს, სადაც დეპუტატების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მომდევნო 10 დღის განმავლობაში მოხდება აღნიშნული საკითხის საჯაროდ განხილვა საზოგადოებაში და მათი მოსაზრებების გათვალისწინება ტერიტორიის შესარჩევად. ადგილობრივი თვითმმართველობის მიზანია, ობიექტი რეკრეაციული ზონიდან მოშორებით აშენდეს.

ახალგაზრდული ცენტრები, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში, მთავრობის ინიციატივით და დაფინანსებით აშენდება. მათ შორის მოხვდა ბორჯომიც. ახალი ობიექტი ტექნო პარკის მსგავსი იქნება. განსაზღვრულია 250 კვ. მ ფართობი. ცენტრი ახალგაზრდებისთვის იქნება როგორც გასართობი ასევე შემეცნებითი. ადგილმდებარეობის შერჩევის შემდეგ, მშენებლობა წელსვე დაიწყებადა როგორც განაცხადეს, ობიექტი განათლების სამინისტროს ბალანსზე იქნება.
Print