შეხვედრა ბაკურიანის, მზეთამზის და ტიმოთესუბნის მოსახლეობასთან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური
ნოზაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი,
ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი
გიორგი კოპაძე და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის
კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ბაკურიანისა, მზეთამზისა და
ტიმოთესუბნის მოსახლეობას შეხვდნენ.
მოსახლეობამ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს
სოფლებში არსებული მდგომარეობა და საჭიროებები გააცნო.
სასმელი და სარწყავი წყლის სისტემა, გაზიფიცირება, გზების
რეაბილიტაცია, საძოვრებისკენ მომავალი გზები, საშეშე მერქნით
უზრუნველყოფა - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლებზეც
ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ
ისაუბრეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ,
მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამებზე
მიაწოდა ინფორმაცია და მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა.