ტიმოთესუბნის ტაძარში ახალი სათავსო მოეწყობა
სოფელ ტიმოთესუბნის ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები ესტუმრნენ. მათ ადგილზე დაათვალიერეს ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით თვინებურად აგებული სათავსო და ტაძრის წინამძღვარს რეკომენდაციები მისცეს. შეთანხმების შედეგად ტაძარში ახალი სათავსო მეოწყობა. სააგენტო განცხადებას ავრცელებს: „ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალური ტაძრის საყოფაცხოვრებო სათავსოს ჩასანაცვლებლად ანალოგიური დანიშნულების ხის კონსტრუქციის ესკიზურ პროექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მოამზადებს.
ადგილობრივ სასულიერო პირებსა და სახელმწიფო უწყებას შორის შემდგარი შეთანხმების საფუძველზე, ახალი კონსტრუქციის იერსახე ტიმოთესუბნის მონასტრის არქიმანდრიტთან და ეპარქიის მღვდელმთავართან შეჯერდება და ის ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურული იერსახის სინთეზური იქნება. ღვთისმსახურების პროცესის საჭიროებებიდან გამომდინარე, ახალი ობიექტის ეკლესიის ინტერიერში განთავსებამდე საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსო კვლავ არსებულ ადგილზე დარჩება. ტიმოთესუბნის მამათა მონასტერში საყოფაცხოვრებო სათავსოს განთავსების შედეგად სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების ჯგუფს არქიტექტურული ნაწილების დაზიანების ნიშნები არ გამოუკვეთია, რამაც შესაძლო კანონდარღვევა სრულად გამორიცხა. შეთანხმების თანახმად, სააგენტოს და მონასტრის სასულიერო პირების სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოებს ტიმოთესუბნის მონასტრის მთავარი ტაძრის სახურავის კონსტრუქციის განსაზღვრულ ფრაგმენტზეც განახორციელებს, საიდანაც ინტერიერში წყალი ჩაედინება“.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“
საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის
ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
13:56 / 23.04.2024
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
12:46 / 21.04.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში,
06:53 / 21.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში,
ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის
დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. ეს კი ახალციხის საავტომობილო
05:31 / 21.04.2024
ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. ეს კი ახალციხის საავტომობილო
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად
ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი
მეტი’’-ს მიერ.
16:14 / 16.04.2024
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი მეტი’’-ს მიერ.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.