ახალი ამბები
ბაკურიანში გარდაცვლილი მუშა ადგილობრივი არ იყო

ბაკურიანში ამბობენ, რომ მამაკაცი ადგილობრივი არ არის და დაბაში სამუშაოდ აჭარიდან ჩამოვიდა.


„ადგილობრივი არ იყო, ბაკურიანში 90% სხვა ქალაქებიდან ჩამოსულები მუშაობენ. კორპუსის მშენებლობა დასრულებულია, შიდა სამუშაოების აწარმოებდნენ და რანაირად გადმოვარდა არ ვიცი“ - განაცხადა მერის წარმომადგენელმა ბაკურიანის ადმინისტრაციულ ერთეულში. გოჩა გობრონიძის თქმით, შემთხვევა კოხტაგორის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

გარდაცვლილის ცხედარს,ამ დრომდე ახალციხეში ექსპერტიზა უტარდება.

შეგახსენებთ,რომ შემთხვევა დღეს მოხდა. მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან 56 წლის მამაკაცი გადმოვარდა. 1963 წელს დაბადებული პირი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, მუშას სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, თავი ვეღარ შეიკავა და გადმოვარდა.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ის 240 მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

Print