ახალი ამბები
ბორჯომში, გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსი განიხილეს
შეხვედრა პროექტის, სახელწოდებით “ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე”,ფარგლებში განხორციელდა.

შეხვედრას სახელმწიფო სტრუქტურების ,არასამთავრობო ორაგნიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს გარემოს დაცვის კუთხით, ბორჯომში, არსებული გამოწვევები და ექსპერტ გია ჟორჟოლიანთან ერთად იმსჯელეს აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზე.

პროექტის ფარგლებში,მსგავსი ტიპის შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება,პროექტის დასკვნითი ფაზა ცნობიერების ამაღლებასა და ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს.
Print