სოფელ გუგუტიანთკართან რუსი სამხედროები ე.წ "საზღვარს" ავლებენ
გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკართან, რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები მეორე დღეა, აქტიურად აგრძელებენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ერთი კვირის წინ განთავსებული ბოძების გარდა, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დილიდან დამატებით ამონტაჟებენ ლითონის კონსტრუქციებს, რომლებზეც ე.წ. სასაზღვრო ბადეებს ამაგრებენ.

„ძალზე ცუდ მდგომარეობაში ვართ. მეორე დღეა, აქტიურად გაჰყავთ ე.წ. საზღვარი, ახალი პერიმეტრი საკმაოდ შემოჭრილია ჩვენსკენ და ბაღების დიდი ნაწილი უკონტროლო ტერიტორიაზე რჩება. აღარ ვიცით, რა ვქნათ. 7 აგვისტოს დამონტაჟებულის გარდა, ახალი ბოძებიც მოიტანეს და ახლა ამაგრებენ. ვთხოვთ ხელისუფლებას, ყველა ბერკეტი გამოიყენოს ამ პროცესის შესაჩერებლად"- განაცხადა  სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებმა.
Print