ახალი ამბები
ყვიბისში სკვერის მოწყობას ითხოვენ
ყვიბისში მცხოვრები ადგილობრივები,ტყეში არსებულ დასასვენებელ სივრცეში სკვერის მოწყობას ითხოვენ. ყვიბისელებს დასასვენებელ სივრცეში სკამების დადგმა,განათების მონტაჟი და საბავშვო გასართობი კონსტრუქციების განთავსება სურთ.ბორჯომის მერიაში აცხადებენ,რომ დასასვენებელი სივრცე, სადაც სკვერის მოწყობას ითხოვენ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ ირიცხება და შესაბამისად აქ სკვერის განთავსების უფლება არ აქვთ.რაც შეეხება სხვა ადგილს,ბუბა ბერიძე ამბობს,რომ ამ ეტაპზე ყვიბისში სკვერის მოწყობა არ იგეგმება.

როგორც გაირკვა,ყვიბისში სკვერის მოწყობა საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა, შესაბამისად ადგილობრივებს დასვენება ისევ მათ მიერ კუსტარულად მოწყობილ სივრცეში მოუწევთ.





Print