ახალი ამბები
სექტემბრიდან,დღის ცენტრ "თებეში" ფიზიოთერაპიის კაბინეტი იფუნქციონირებს
სექტემბრიდან,დღის ცენტრ "თებეში" ფიზიოთერაპიის კაბინეტი იფუნქციონირებს,რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ფიზიოთერაპიის კურსს სთავაზობს.კაბინეტი პოლონური პროგრამის,სახელწოდებით „RITA“ ფარგლებში იხსნება.პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის მიდგომების გაუმჯობესებას საქართველოში.

პროექტის ფარგლებში მოწვეულმა ტრენერმა ფიზიოთერაპიის თეორიული კურსის გავლის შემდეგ,დღის ცენტრ "თებეს" ფიზიოთერაპევტს პრაქტიკულ უნარებში ტრენინგი ადგილზე ჩაუტარა.მან რიტმული მასაჟის სპეციფიკასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივ კადრს პრაქტიკული თვალსაზრისით გამოცდილება გაუზიარა.

როგორც მშობლები აცხადებენ,ფიზიოთერაპიის სეანსები მათი შვილებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,რადგან ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საშუალებას მისცემს გახდნენ უფრო მეტად დამოუკიდებლები და მიაღწიონ პროგრესს.

ფიზიოთერაპიის კაბინეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სექტემბრის დასაწყისიდან მიიღებს.


Print