ახალი ამბები
ახალდაბაში აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა.სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა,ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალდაბაში,ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.სასულიერო პირებმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.დაბა ახალდაბიდან აგვისტოს ომს ორი მოხალისე შალვა გაბუნია და დევი ჩადუნელი შეეწირნენ. დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს, ახალდაბაში მცხოვრებმა ადგილობრივებმა.მოსწავლეებმა პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი რამდენიმე ლექსი წაიკითხეს.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის,1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა


Print