ახალი ამბები
გორში აგვისტოს ომის სახელობის კედელი გაიხსნა

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინიციატივით, გორში აგვისტოს ომის სახელობის კედელი გაიხსნა.

ომის სახელობის კედლის იდეასა და შესრულებაზე “სტრიტ არტის“ არტისტმა გიორგი გაგოშიძემ იმუშავა.ნამუშევარი რუსეთ-საქართველოს ომის თემატიკით და სიმბოლოებით არის დატვირთული, რაც ინიციატორების და იდეის ავტორის თქმით, მნახველს კიდევ ერთხელ შეახსენებს რუსულ ოკუპაციას.



 

Print