ახალი ამბები
დაშვებული დროშები - აგვისტოს ომის მე-11 წლისთავი
საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ყველა სახელმწიფო უწყებაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. დროშები 23:00 საათზე დაეშვა და 8 აგვისტოს 00:00 საათამდე იქნება დაშვებული. დროშები დაეშვა მათ შორის პარლამენტისა და პრეზიდენტის სასახლის შენობებზე.
2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
Print